Politics
    2026-04-21 | 14:40

    საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა - ირაკლი კობახიძე

    საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა - ირაკლი კობახიძე

    საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.

    „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი,“- აღნიშნა პრემიერმა.