Commentary
2026-04-27 | 14:31
ნიკა ძვირფასო, სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან - ანა წითლიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ნიკა მელიას წერილს ეხმაურება:
„ნიკა ძვირფასო, შენი თანამებრძოლებისგან განსხვავებით — რომლებიც ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოსტებს რევიზიას უკეთებენ ან საერთოდ ქოცებს მოუწოდებენ, მას წერაც აუკრძალონ — მე მხოლოდ ამას გეტყვი:
სანამ ციხეში ხარ.
სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან.
რაც სათქმელია, დღესაც ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი,
მაგრამ ამაზე საჯაროდ და სრულად ვისაუბრებთ მაშინ, როცა თავისუფლებაზე იქნები — და არა პოლიტიკური პატიმარი.
თავისუფლებას გისურვებ!
„სიმართლე გაგათავისუფლებთ“ “, - წერს სოციალურ ქსელში ანა წითლიძე.