Politics
    2026-04-28 | 14:11

    პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა

    პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა, რომელიც აქამდე შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

    გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 12-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გელაძემ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა.

    კენჭისყრამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსის პოსტიდან ნებაყოფლობითი გადადგომა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.