Commentary
    2026-04-29 | 08:33

    რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ, ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას - ირაკლი კობახიძე

    რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ, ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას - ირაკლი კობახიძე

    საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში, ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, მინისტრის თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ვინც  პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნება, პოლიტიკური წარსულიც ჰქონდეს.

    „საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში, ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა. ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება. ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ. ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას, იმდენად დიდი პრობლემაა კომპეტენციის კუთხით. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება ხოლმე კადრების შერჩევა. პოლიტიკური თანამდებობაა მინისტრის თანამდებობა, შესაბამისად, მიზანშეწონილია, პოლიტიკურ თანამდებობაზე ვინც ინიშნება, ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც, დაკავშირებული ჩვენს გუნდთან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება“, – განაცხადა პრემიერმა.