Commentary
    2026-05-01 | 10:48

    წილოსანის, რომელიც ფასების კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში 20 000 ლარია, 58 ათასის მოპარვას ედავებოდნენ მამამის - ლევან ხაბეიშვილი

    წილოსანის, რომელიც ფასების კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში 20 000 ლარია, 58 ათასის მოპარვას ედავებოდნენ მამამის - ლევან ხაბეიშვილი

    2-3 თვის წინ, ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2 ლარი და 60 თეთრად ყიდნნენ. ქურდული წილია ამ აბსოლუტური ყაჩაღი ფხაკაძის და ასეთი ოლიგარქების. წილოსანის, რომელიც ფასების კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში 20 000 ლარია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

    „მე გუშინ ვუყურე სხდომას, სადაც ლაპარაკობდნენ საწვავზე ეს აბსოლუტური ყაჩაღი და ქურდები - ფხაკაძეებს ვგულისხმობ, ყაჩაღები არიან, გაგრძელებული ჩხარტიშვილით, ენუქიძით, აი ეს ხალხი, ვინც სისხლს წოვს ქართველ ხალხს. ლაპარაკობდნენ, რომ თურმე იაფად ყიდიან საწვავს. საწვავი დავთვალე და ერთი ლიტრი ფოთამდე მოდის 2 ლარად და 10 თეთრად, აი ახლა გაძვირებულს რომ ეძახიან, იმ პირობებში და კალონკებზე გვხდება 3,60-4 ლარი. ეს ლარნახევარი, ორი ლარი სად იკარგება გზაში. ახლა ხომ 2,10 ლარი ღირს, ზუსტად 2-3 თვის წინ ლარნახვარი ღირდა ფოთამდე, მაგრამ ყიდდნენ 2 ლარად და 60 თეთრად. აქ არის აბსოლუტურად ქურდული წილი, აბსოლუტურად ყაჩაღი ფხაკაძის და ასეთი ოლიგარქების.   და ფასების კომისია, რომელიც დამთავრდა დღეს - წილოსანი, რომელიც ამ კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში არის 20 000 ლარი. ახლა 20 000 რომ ჩაგირიცხოთ თქვენ, ისე გაღიმებული მოყვებით, რომ კარგი ფასებია ქვეყანაში. 58 ათასის მოპარვას ედავებოდნენ მამამის, წილოსანის მამას, მე კი არა, "ოცნების" პროკურატურა ედავებოდა, ხალხო! და ეს ქალი ზის დღეს პარლამენტში და ნებისმიერ რამეს მიაჭერს - მამაჩემი რომ აიყვანონ მძევლად და მითხრან, რომ აი ეს გააკეთე, როცა მამამისი მძევალია, შეიძლება ბევრი რამე გააკეთებინონ.  ჩვენ არ უნდა გვქონდეს მათგან რამე ადეკვატურის მოლოდინი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.