Society
    2026-05-01 | 13:03

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

    „ამა წლის 1-ელ მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო.

    საუბარი შეეხო საზღვარგარეთ იმ ქართულ დიასპორებთან შეხვედრას, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

    შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    Related Articles