ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ - ირაკლი კობახიძე
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ ვმონაწილეობ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში მონაწილეობს.
პრემიერის თქმით, სამხრეთ კავკასიის და, ზოგადად, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული, საქართველო შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე იქნება საუბარი.
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში პირადად მე მეხუთედ ვმონაწილეობ. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას. ზოგადად, სამხრეთ კავკასიის და საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთთან, ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და, ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.