Politics
    2026-05-05 | 10:03

    ევროპარლამენტარები როცა თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი - ირაკლი კობახიძე

    ევროპარლამენტარები როცა თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი - ირაკლი კობახიძე

    ევროპარლამენტარები როდესაც თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღიაა დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით.

    „ისინი როდესაც თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია რეალურად, ამ მდგომარეობაში ჩაიგდოს საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. ევროპარლამენტი როცა თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასებაც კი.

    ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია. რა თემაც არ უნდა იყოს, მათ შორის, კანონებით დაწყებული. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის მიღწევა. მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა ოთხ წელიწადში, ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა. რისთვის უნდათ, ცხადია, რომ არეულობას მიაღწიონ. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.