Politics
    2026-05-05 | 11:41

    როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს -  შალვა პაპუაშვილი

    როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს -  შალვა პაპუაშვილი

    9 მაისს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე, სიმბოლურია, რომ რამდენიმე დღით ადრე რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, არის რეზოლუციის ავტორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიანეს ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან ევროპარლამენტის რიგებში ვხედავთ საბჭოთა მოქალაქეებს, საბჭოთა ნომენკლატურისა თუ ელიტის წარმომადგენლებს.

    „დღეს ისინი ევროპარლამენტში არიან მოკალათებული, ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს. ამ რეზოლუციის ავტორი არის ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველის ხალხის მიმართ. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, არის ამ რეზოლუციის ავტორი. მას ეკუთვნის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია. ეს არის ფაშისტური ნარატივი. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რითაც კოლექტიური პასუხისმგებლობა წარგვიდგინა, რაც სწორედ ფაშისტური მიდგომაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.