Society
    2026-05-06 | 07:11

    მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

    მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

    მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდება.

    6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

    გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს წმინდა გიორგი მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

    გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი – მისი ბორბალზე წამების დღეს. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

    Related Articles
    Announcement - June 15
    2026-06-15 | 05:28
    Announcement - June 15

    Daily Calendar - June 15
    2026-06-15 | 05:20
    Daily Calendar - June 15

    Announcement - June 12
    2026-06-12 | 06:17
    Announcement - June 12

    Daily Calendar - June 12
    2026-06-12 | 06:11
    Daily Calendar - June 12