Regions
    2026-05-06 | 12:33

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა, -  ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

    ადგილობრივების ცნობით, კაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სოფლის მიმდებარედ ვენახის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ცეცხლი გაუხსნეს.

    მათივე თქმით, მომხდარი შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს, თუმცა რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

    ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.