Regions
    2026-05-14 | 08:15

    გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

    გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

    გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

    დაშავებული კიდევ ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

    როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

    შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.