Commentary
    2026-05-14 | 09:20

    ფასების კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პლენარულ სხდომაზე გამოტანა დაგეგმილი არ არის… ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება - შალვა პაპუაშვილი

    ფასების კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პლენარულ სხდომაზე გამოტანა დაგეგმილი არ არის… ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება - შალვა პაპუაშვილი

    ფასების კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პლენარულ სხდომაზე გამოტანა დაგეგმილი არ არის. პროცესი საჯარო იყო, ყველა მიგნება, პოზიცია საჯარო და განხილული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

    „ფასების თაობაზე მსჯელობა ყოველთვის ცარიელი სიტყვები იყო, არგუმენტების გარეშე. მსჯელობა იმით შემოიფარგლებოდა, დახლზე რა ფასი იყო. კომისიამ შეძლო, რომ დაზუსტებით ვიცით, ჯაჭვი რა არის, რაც ფასს წარმოქმნის. ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტების სია გამოყვეს, რომელიც მუდმივად დაბალ ფასებში იქნება. ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც კვირაში ერთხელ შეიძლება ყოფილიყო, არამედ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტების. მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა, ამ პროდუქტზე მუდმივად, ყოველდღე იქნება ყველაზე დაბალი ფასი. ქსელებს შორის კონკურენცია იქნება, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით ყველაზე დაბალი ფასი იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.