Society
    2026-05-20 | 10:08

    კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ასურელ მამათა ხსენების დღეს ზედაზნის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას სამების ტაძარში აღასრულებს

    კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ასურელ მამათა ხსენების დღეს ზედაზნის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას სამების ტაძარში აღასრულებს

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III 20 მაისს ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს ზედაზნის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას სამების ტაძარში აღასრულებს.

    კერძოდ, საპატრიარქოს ინფორმაციით, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III მცხეთაში, ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.

    „ხვალვე, 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    Related Articles
    Daily Calendar _ August 28
    2026-08-28 | 09:15
    Daily Calendar _ August 28

    Daily Calendar _ August 27
    2026-08-27 | 10:07
    Daily Calendar _ August 27

    Daily Calendar - August 26
    2026-08-26 | 09:30
    Daily Calendar - August 26