Justice
2026-05-21 | 10:39
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, მურთაზ ზოდელავას სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 317-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
რაც შეეხება, მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსს სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, რაც იმას ნიშნვას, რომ 7 წელი 9 თვეს შთანთქავს.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ ესწრებოდნენ.