social media
    2026-05-28 | 13:25

    გონი თუ გაქვთ და აზრი, რასაც ამტკიცებთ, მაგას ისევ სისტემური დანაშაული სჯობს - თამო კეშელავა

    გონი თუ გაქვთ და აზრი, რასაც ამტკიცებთ, მაგას ისევ სისტემური დანაშაული სჯობს - თამო კეშელავა

    ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:

    „როცა პოლიციის ერთი ეკიპაჟი, ქუჩიდან იტაცებს ადამიანს, მიჰყავს და ცემს – ეს უკვე სისტემურია, რადგან, იქ მთელი ეკიპაჟია, რომლის არც ერთ წევრს არ მოსდის აზრად, რომ ეს დანაშაულია, ოღოოონდ,

    ამის მერე მოდიან სხვა ეკიპაჟები, რომელებიც ეხმარებიან პირველს, გატაცებული მოქალაქეების ცემაში.

    როგორ შეიძლება რამდენიმე ეკიპაჟის წევრებიდან ყველა იყოს მოძალადე, თუ ეს არაა სისტემური?

    დაემთხვა? ანუ, 10 პოლიციელიდან, სხვადასხვა დროს მოსულიდან, არც ერთი რომ კანონს არ იცავს, არც ერთი რომ არ ცდილობს, ხელი შეუშალოს მოძალადეებს და ეხმარება – დაემთხვა?

    ერთ, ორ, სამ ეკიპაჟში რომ ყველა მოძალადე და არაადამიანია, ყველა დამნაშავე და კრიმინალია, – დაემთხვა?

    ერთადაც კი არ ყოფილან, ერთმა დაიწყო, სხვები მერე მიდიან და "ეხმარებიან".

    ვიყიდე 1 ქილა მაწონი, იყო ამჟავებული, ოკეი, ხდება, გარეთ დარჩათ, რამე შეყვათ.

    წავედი და 9 სხვადასხვა მაღაზიაში ვიყიდე, 9 სხვადასხვა დროს გამოშვებული იგივე ფირმის 9 მაწონი და ცხრავე ამჟავებულია – ანუ, კომპანიაა უკვე ამჟავებაში დამნაშავე და არა ერთი ცალი ვიღაც ადამიანი.

    ესაა სისტემურობა, აბა, სხვა რა?

    მინისტრიც უნდა გადადგეს, ყველა მოადგილეც და გორის პოლიციის უფროსი უკვე გადამდგარი უნდა იყოს!

    ოცნება მიმტკიცებს, რომ 10 პოლიციელიდან, სხვადასხვა ეკიპაჟიდან, სხვადასხვა დროს მისული ადგილზე, ათივე რომ კრიმინალი, მოძალადე და დამნაშავეა – ეს დამთხვევაა და არა სისტემური დანაშაული.

    უარესი, ბატონებო, მაშინ, უარესი – გამოდის, მთელი პოლიცია, სრული შემადგენლობით ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ შემოწმებაზეა გადასაყვანი, მსგავსი დამთხვევების პრევენციისთვის.

    გონი თუ გაქვთ და აზრი, რასაც ამტკიცებთ, მაგას ისევ სისტემური დანაშაული სჯობს!"