social media
    2026-05-29 | 05:34

    იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ გორში მომხდარი ფაქტის სიმძიმე, უნდა დავსვათ სწორი კითხვები - გია ხუხაშვილი

    იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ გორში მომხდარი ფაქტის სიმძიმე, უნდა დავსვათ სწორი კითხვები - გია ხუხაშვილი

    ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ გორში მომხდარი ფაქტის სიმძიმე, უნდა დავსვათ სწორი კითხვები:

    შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა, როდესაც “სამართალდამცავმა” სისტემამ ჩათვალა, რომ ერთ-ერთ მათგანს ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა და დასჯა გადაწყვიტეს?

    როდესაც ყველა იქ მყოფი პოლიციელი თავს ვალდებულად თვლიდა ერთი წიხლი თვითონაც ჩაეზილა, იყო თუ არა ეს ე.წ. ციხის კადრების ანალოგიური სისტემური დანაშაული?

    რომ არა გადაღებები, ვიხილავდით თუ არა დღეს დაზარალებულს მძიმე ბრალდებებით გისოსებს მიღმა?

    დღესაც ცდილობს თუ არა პოლიციური სისტემა მძიმე დანაშაულის შემსუბუქებას და ჩაფარცხვას მინიმალური პასუხისმგებლობით, როგორც ეს ისევ და ისევ გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?

    ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლების მხარდამჭერებს ვურჩევ, სანამ მათთანაც არ მიუკაკუნებიათ - საკუთარ კონფორმიზმს “გირგვლიანით” და “ციხის კადრებით” რომ ამართლებს, სულ 5 წუთით დარჩეს საკუთარ სინდისთან პირისპირ, ამ კითხვებზე გასცეს პასუხი და ყველაფერი ცხადი გახდება.“