Politics
    2026-05-31 | 07:28

    სულხან თამაზაშვილს, დავით თამაზაშვილს და ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭათ

    სულხან თამაზაშვილს, დავით თამაზაშვილს და ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭათ

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

    ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს.

    ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს.