Society
2026-06-29 | 16:51
ელენე ხოშტარიას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ელენე ხოშტარიას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილების შესახებ პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ განაცხადა.
"შევთანხმდით, რომ მსჯავრდებული გადავა სამოქალაქო სექტორის კლინიკა ვივა მედში",- თქვა მან და განმარტა, რომ ხოშტარიას ეტაპირება ორი დღის განმავლობაში მოხდება.
პარტია “დროას” ინფორმაციით, ხოშტარიას იქ ჩაუტარდება კომპლექსური გამოკვლევები, საბოლოოდ დადასტურდება მისი დიაგნოზი და გაივლის მკურნალობის შესაბამის კურსს. "მისი მკურნალობის პროცესში სრულად იქნებიან ჩართული მისი მკურნალი ექიმები სხვადასხვა პროფილური მიმართულებით", - ამბობენ პარტიაში.
Related Articles
2026-06-26 | 06:13
Daily Calendar - June 26