Society
    2026-07-01 | 13:08

    საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია

    საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია

    საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, ახალ ვადად 2031 წლის პირველი თებერვალი განისაზღვრა.

    „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

    ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია. ახალ ვადად 2031 წლის 1 თებერვალი განისაზღვრა.

    2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებით, შეზღუდვა 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. გადავადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    Related Articles
    Daily Calendar - June 30
    2026-06-30 | 06:40
    Daily Calendar - June 30