Justice
    2026-07-01 | 13:57

    გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს

    გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს

    გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს. ინფორმაციას TV პირველს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძა, კოტე მალანია უდასტურებს. ცნობილია, რომ მალანიას შვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული

    "დამირეკა ჩემმა ძმამ გულგახეთქილმა, რომ დაიჭირეს ჩვენი ძმის შვილიშვილიო. არ მეგონა, თუ ამ დონემდე მივიდოდა საქმე. ჩემმა ძმამ დამირეკა, რომ დედამისის სოფელში, ლანჩუთში დააკავესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ბავშვი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ერთადერთი ზარის გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო, რაც მის წინააღმდეგ რაც ბრალეულობას დაადასტურებს", - ამბობს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძა TV პირველთან ინტერვიუში

    მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას დაკავებას თვეებია ითხოვდა.

    მისი თქმით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია იყო ის პირი, რომელმაც მკვლელობაში მსჯავრდებულს ალექსანდრე გაბაშვილს გიგას მისამართი მისცა.  

    ავალიანის დედის თქმით, რომ არა გიორგი მალანია, მისი შვილი ახლა ცოცხალი შეიძლებოდა ყოფილიყო.

    ეკა კუპატაძე TVპირველთან საუბრობს მერაბ მალანიას პასუხისმგებლობაზეც. მისი მტკიცებით, როდესაც გიორგი მალანია ალექსანდრე გაბაშვილს შეხვდა, მას მამა მანქანაში ელოდებოდა. 

    „რომ არ გიორგი მალანია, შესაძლებელია დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო. ნია იმნაძე ამ ყველაფერს სისრულეში მაინც მოიყვანდა თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად, თუმცა საქმე იმაშია, რომ გიგა მოკლეს პირველ ოქტომბერს, ორ ოქტომბერს ჩემი დაბადების დღეა და სავარაუდოდ, ჩვენ ერთად წავიდოდით სახლში. გიორგი მალანიამ დააჩქარა გიგა ავალიანის მკვლელობა. და კიდევ, გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება, იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, მე და იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო. მან იცოდა, რომ მის მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოხლე ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითეთებები, ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად. ის იჯდა მამასთან ერთად მანქანაში, როცა ბოლო დეტალებს აწვდიდა ალექსანდრე გაბაშვილს. გაკვეთილზეც უპასუხა ალექსადნრე გაბაშვილს, სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად ესაუბრა მკვლელს"(ტვპირველი), - აცხადებს ეკა კუპატაძე.  

    წყარო