Justice
2026-07-02 | 08:49
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა.
საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დევნის შეწყვეტაზე არ დაკმაყოფილა.
ცნობისთვის, გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Related Articles
2026-06-30 | 07:35
Founders of Kinderly Georgia LLC sentenced to 10 years in prison