Society
2026-07-02 | 13:32
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
დღეს, 2 ივლისს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, პირველ შეხვედრას უკრაინასთან გამართავს.
შეხვედრა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები იმ ჯგუფში, რომელშიც ესპანეთი, უკრაინა და დანია ასპარეზობენ, მე-3 ადგილს იკავებს. რეგლამენტის თანახმად, ჯგუფიდან სამი გუნდი გადის და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ინაცვლებს, სადაც პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულებიც გადაჰყვებათ.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს კი ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 5 ივლისს, ესპანეთთან თამაშით დაასრულებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.
Related Articles
2026-07-02 | 05:48
Unified National Exams Begin in Georgia2026-07-02 | 05:40
Announcement - July 22026-07-02 | 05:34
Daily Calendar - July 2