Regions
    2026-07-10 | 06:55

    ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

    ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

    მსხვერპლით დასრულდა ლაგოდეხში, სოფელ ცხაკაიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. 

    არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა,  სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

    25 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ავტომობილში მყოფი მისი მეგობარი კი მძიმე დაზიანებებით  კლინიკაში გადაიყვანეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.