Regions
    2026-07-13 | 08:23

    თელავს ელექტროენერგია თითქმის სრულად მიეწოდება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია“

    თელავს ელექტროენერგია თითქმის სრულად მიეწოდება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია“

    კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით თელავის მხოლოდ ორ, კავკასიონის და სეხნიაშვილის ქუჩებს მიეწოდება.

    კომპანიის განმარტებით, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის ოპერატიული მუშაობის შედეგად, გუშინ, 12 ივლისს, 23:00 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სრულად მოხერხდა. თუმცა, დღეს დილით ინფრაქსტრურული სამუშაობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, ორ ქუჩას ენერგომომარაგება კვლავ შეეზღუდა

    12 ივლისს, თელავში ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ენერგოინფრასტრუქტურა