social media
    2026-08-04 | 10:48

    ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს - ხატია დეკანოიძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:

    “ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან, რომელმაც 17 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

    საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს.

    - რატომ დაუბრუნეს იარაღი პოტენციურ მკვლელს, როცა ნებართვის გაუქმების საფუძველი არსებობდა;

    - რატომ არ გვაქვს ინფორმაცია პასუხისმგებელ პირებზე, რატომ ვერ შესრულდა პოლიციის მხრიდან აშკარა და მოსალოდნელი დანაშაულოს პრევენციის უმთავრესი ფუნქცია?

    - დაიწყო თუ არა სამსახურეობრივ გულგრილობაზე მოკვლევა ან გამოძიება?”.