სოცმედია
    2026-03-15 | 13:06

    ვიდეო - „ოცნების“ რეპრესიები „ოცნების“ მხარდამჭერებზე

    ვიდეო - „ოცნების“ რეპრესიები „ოცნების“ მხარდამჭერებზე

    "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი, 36 წლის შიო, იგივე დავიდ ბენაშვილი კახეთის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, თემურ კალანდაძეს რეპრესიებში ადანაშაულებს.

    ბენაშვლები თელავში არა ერთ ძვირადღირებულ აქტივს ფლობენ, პატიმარი ბენაშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ქონებით იყო დაინტერესებული პოლიციის უფროსი და ხელშეუხებლობის სანაცვლოდ კომერციული დანიშნულების ფართს სძალავდა.

    შიო, იგივე დავით  ბენაშვილი "შაბათის ეთერს“ ქსნის კოლონიიდან დაუკავშირდა, სადაც წელიწად ნახევარია, სასჯელს იხდის. 36 წლის კაცი ამბობს, რომ 4 წლით  პატიმრობა იმ ცეცხლსასროლი იარაღის  ტარების  გამო აქვს მისჯილი, რომელიც მისი თქმით, არასდროს უნახავს.  შვილის  "უკანონო პატიმრობიდან" გათავისუფლებას უწყებიდან უწყებაში ითხოვს მისი ოჯახიც,  თუმცა უშედეგოდ. დაკავებულის დედა "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ სამხილები პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და ათობით განცხადება ოჯახმა პროკურატურაში, პრემიერ- მინისტრის ადმინისტრაციაში, ადგილობრივ ხელსიუფლებასთან და ყველა უწყებაში მიიტანა,  მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

    ოჯახის მონაყოლით, ყველაფერი 2024 წლის დეკემბერის თვეში დაიწყო, როცა პოლიციის მტკიცებით, შეიარაღებული ბენაშვილიძველი ქარხნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენას აპირებდა და ეს ამბავი ყვარლის პოლიციას ინფორმატორმა შეატყობინა. ოჯახის თქმით, ამ დროს შიო დავიდ ბენაშვილი ფერმის ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა, ბენაშვილების თქმით, პოლიციელებმა ახალგაზრდა კაცი ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს და ძველ ქარხანაში მიიყვანეს. "შაბათის ეთერის" რესპოდენტების თქმით, გატაცების ფაქტი ბენზინ გასამართი სადგურის კამერებმა გადაიღეს. ბენაშვილების მტკიცებით, სამართალდამცავებმა სერვერი გაიტაცეს, კადრები წაშალეს და ობიექტის მფლობელს რამდენიმე დღის შემდეგ  დაუბრუნეს.

    ოჯახის თქმით, საბოლოოდ  გატაცებული შიო  ბენაშვილი პოლიციამ  დაუსხელებლ ტერიტორიაზე ჩაიყვანა  და დაკავების სპეცორაციის გაფორმება დაიწყო. ბენაშვილის თქმით, პოლიციელებმა მისი პირის ღრუდან ძალის გამოყენებით აიღეს  დნმ-ც და სავარაუდოდ იარაღზე  გადაიტანეს.

    ჩხრეკაზე შევიდნენ თელავში ბიზნესმენის სახლშიც. პოლიციამ თქვა, რომ ადგილზე ხელყუმბარაც იპოვა, თუმცა ოჯახის თქმით, ფაქტი ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა.

    ბენაშვილებიბ თემუკა კალანდაძის და ყველა იმ პოლიციელის დაკავებას ითხოვენ, რომლებმაც მათივე თქმით, 36 წლის კაცს იარაღი ჩაუდეს.

    FacebookX