კომენტარი
2026-03-30 | 12:26
ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო - გია ვოლსკი
ტარიფების თემა პოლიტიკური დებატებისა და დაპირისპირებისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ზოგადად, მსოფლიოში ძალიან მძიმე პროცესები მიდის და ხშირ შემთხვევაში არათუ საქართველოს, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, ტარიფებში ცვლილება მოახდინონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა.