სოცმედია
    2026-03-30 | 13:15

    "რა დაგემართა, გიორგი!!!! რა დაგმართნია!”  - ლიკა გუნცაძე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს

    "რა დაგემართა, გიორგი!!!! რა დაგმართნია!”  - ლიკა გუნცაძე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს

    ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე  თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს სოციალური ქსელით მიმართავს:

    "რა დაგემართა, გიორგი!!!! რა დაგმართნია! პირველი "ბუნტარი" იყავი ინსტიტუტში. ახალგაზრდა ლამის დისიდენტი. ნუთუ ვერ ხედავ - სად ვართ, ნუთუ ვერ ხედავ - რა ხალხია დაჭერილი, ნუთუ ვერ ხედავ - რუსეთის ჩექმის ქვეშ რომ მიათრევენ ქვეყანას?! ნუთუ ვერ ხედავ - დიქტატურაში რომ ვართ და რეჟიმი გმართავს! როგორ გიტრიალდება ენა იმ ახალგაზრდებზე, რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა და მათ კარგად გვახსოვს დიხლაფოსით დაწამლეთ. თემურ ჩხეიძის სახელოსნოს როგორ მოკიდე ხელი?! ღამე როგორ გძინავს, "მეგობარო" რა დაგემართა! რა დაგმართნია! ! ! "

    ცნობისთვის, დღეს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თქვა: "არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის; საჯინიბო არ შეიძლება ქათმების ფერმა იყოს... 20-25 აქტივისტი ჩვენს 600-700 სტუდენტს აბულინგებდა."