საზოგადოება
    2026-04-01 | 10:30

    მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტო

    მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტო

    მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.

    როგორც სააგენტოში განმარტავენ, კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად.

    სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც შეუძლიათ, მიმართვის შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარუდგინონ.

    „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებისგან“, – აცხადებენ სააგენტოში.