მსოფლიო
    2026-04-04 | 11:51

    ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა — ერდოღანთან შეხვედრას გამართავს

    ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა — ერდოღანთან შეხვედრას გამართავს

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში, სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს.

    როგორც „ევროპული პრავდა“ წერს, აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ზელენსკის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა.

    მისი თქმით, ზელენსკი შაბათს, 3 აპრილს ჩავიდა სტამბოლში.

    „პრეზიდენტი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა,“ — განაცხადა ნიკიფოროვმა.

    მანამდე, ერთი დღით ადრე, თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი იყო.

    ამასთან, მიმდინარე კვირის დასაწყისში ზელენსკიმ აშშ-ის მოლაპარაკებების დელეგაცია კიევში მიიწვია.

    უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს ამერიკული იარაღის შესაძლო მიწოდების შეწყვეტისთვის, თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე ამის შესახებ კონკრეტული სიგნალები არ არსებობს.