საზოგადოება
2026-04-07 | 06:04
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში, წირვას აღასრულებს.
წირვა სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
ასევე, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვის აღსრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ ის იესო ქრისტეს შობდა. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისის და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.
მსგავსი სტატიები
2026-04-07 | 10:58
8-9 აპრილს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი2026-04-07 | 10:12
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge - ზე