მსოფლიო
2026-04-07 | 10:03
ჯეი დი ვენსი მეუღლესთან ერთად უნგრეთში ჩავიდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან უშა ვენსთან ერთად უნგრეთში ჩავიდა.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, ჯეი დი ვენსს აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო დახვდა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება. ასევე, ვენსი ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნების წინ მხარდაჭერას გამოუცხადებს.