საზოგადოება
2026-04-08 | 11:44
საქართველოში 14 აპრილამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნებდა
საქართველოში 14 აპრილამდე იქნება შენარჩუნებული დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-10 აპრილის ღამეს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე.
„უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
2026-05-01 | 14:26
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით2026-05-01 | 11:51
2-4 მაისს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი