მსოფლიო
    2026-04-12 | 05:39

    უნგრეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები

    უნგრეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები

    12 აპრილს ბუდაპეშტის დროით დილის 6 საათზე უნგრეთის მთელ ტერიტორიაზე გაიხსნა საარჩევნო უბნები, რომლებიც 19:00 საათისთვის დაიხურებიან.

    სულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა რეალური კონკურენტი ორია: ვიქტორ ორბანის „ფიდესი“, რომელიც ქვეყანას უკვე 16 წელია მართავს, და პეტერ მადიარას „ტისა“.

    დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები ოპოზიციის დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს.

    არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას როგორც კონკრეტულ კანდიდატს (ერთმანდატიან ოლქში), ასევე პარტიულ სიას. 199 მანდატიდან 106 ნაწილდება მაჟორიტარულ ოლქებში ხმათა უბრალო უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი - პროპორციულად.

    პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადალახონ ხუთპროცენტიანი ბარიერი. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.