პოლიტიკა
    2026-04-16 | 15:04

    საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები 50-ჯერ და მეტჯერ აღემატება საარსებო მინიმუმად მიჩნეულ 284 ლარს

    საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები 50-ჯერ და მეტჯერ აღემატება საარსებო მინიმუმად მიჩნეულ 284 ლარს

    2026 წლის 1-ელი იანვრიდან პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები 1400 ლარით გაიზარდა და 16 000 ლარი გახდა.

    "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 2024 წლის 7 მარტს მიიღო და ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდება და მისი ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრება.

    "რადიო თავისუფლებას" ცნობით, ბიუჯეტიდან ყველაზე მაღალ ხელფასს — თვეში 16 000 ლარს იღებენ:

    პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე;
    პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი;
    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი;
    საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია;
    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.

    მათზე შედარებით ნაკლებს იღებენ:

    მინისტრები — 13 600 ლარი;
    მათი მოადგილეები — 12 000 და 11 600 ლარი;
    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე — 14 400 ლარი;
    საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეები — 13 600 ლარი;
    დეპუტატების — 12 800 ლარი;

    როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, დედაქალაქის მერიასა (გამგეობები) და საკრებულოში უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე სხვა თვითმმართველ ქალაქებში.

    მერი — 10 620 ლარი;
    ვიცე-მერი — 10 080 ლარი;
    მერის მოადგილე — 9 840 ლარი;
    ადმინისტრაციის უფროსი — 8 000 ლარი;
    გამგებელი 8 000 — ლარი;
    გამგებლის მოადგილე — 5 760 ლარი;
    საკრებულოს თავმჯდომარე — 10 620 ლარი;
    თავმჯდომარის პირველი მოადგილე —10 080 ლარი;
    თავმჯდომარის მოადგილე — 9 600.ლარი;

    რაც შეეხება მოსამართლეებს, სასამართლო ხელისუფლებაში ყველაზე მაღალი ხელფასი თავმჯდომარეებს აქვთ, შემდეგ მოდიან მოადგილეები და ბოლოს — რიგითი მოსამართლეები.

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 16 000 ლარი;
    თავმჯდომარის პირველი მოადგილე 14 720 ლარი;
    თავმჯდომარის მოადგილე 14 400 ლარი;
    მოსამართლე 13 600 ლარი;

    სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე 13 440 ლარი;
    თავმჯდომარის მოადგილე 13 280 ლარი;
    პალატის თავმჯდომარე 13 120 ლარი;
    მოსამართლე 12 960 ლარი;

    თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 13 120 ლარი;
    თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე 12 480 ლარი;
    სხვა სასამართლოს თავმჯდომარე 12 480 ლარი;
    სხვა სასამართლოების კოლეგიების თავმჯდომარე 12 000 ლარი;
    მოსამართლე 11 520 ლარი;

    საკონსტიტუციოს თავმჯდომარე 16 000 ლარი;
    თავმჯდომარის მოადგილე 14 400 ლარი;
    მოსამართლე 13 600 ლარი.

    სრულად სტატია ნახეთ აქ.

     

    მსგავსი სტატიები