სოცმედია
    2026-04-20 | 12:27

    გადაამოწმეთ პროპაგანდისტული ნაგავი ყოველთვის, რუსულიც და ქართულიც - ალეკო ელისაშვილი

    გადაამოწმეთ პროპაგანდისტული ნაგავი ყოველთვის, რუსულიც და ქართულიც - ალეკო ელისაშვილი

    ალეკო ელისაშვილი ციხიდან სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

    „წლები არ მქონდა რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები ნანახი. აქ, ციხეში საკაბელო პაკეტში უამრავი რუსული არხია და მეც ინტერესით ვუყურებ ხოლმე რას და როგორ ლაპარაკობენ. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამო ორი ძირითადი ხაზია: 1. რა მაგარი იყო სტალინი 2. რა მაგარია პუტინი.

    პუტინის ძალების დასტურად რუსული არმიის არხები ყველა საინფორმაციოს იმით იწყებენ რომ რუსულმა „უძლეველმა არმიამ“ კიდევ 2-3 სოფელი აიღო უკრაინაში. ეს ხდება თან ყოველ დღე. ყოველ საღამოს სულ ახალ-ახალი სოფლების სახელებს აცხადებენ. ამ არხებმა რუსები რომ გამოათაყვანეს გასაგებია, მაგრამ „ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა გკითხოთ, თქვენც გჯერათ რუსული არმიის მიერ ყოველდღე 2-3 სოფლის აღების ან ზოგადად უკრაინაში რუსეთის წარმატების?

    სტალინის მაქებარი არასდროს ვყოფილვარ და ვიქნები, მაგრამ ფაქტია - იოსებ ჯუღაშვილმა 4 წელში მსოფლიოს უძლიერესი არმია დაამარცხა და ბერლინი აიღო. ქოსა პუტინი კიდე მეხუთე წელია უკრაინას ეჯაჯგურება და მარიუპოლის გარდა საშუალო ზომის ვერცერთი ქალაქი ვერ აიღო. ამიტომ, გადაამოწმეთ პროპაგანდისტული ნაგავი ყოველთვის, რუსულიც და ქართულიც“.