პოლიტიკა
    2026-04-23 | 16:54

    მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

    მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

    მიხეილ ყაველაშვილმა, ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტს კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა წარედგინა, მაგრამ მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ გუნდთან.

    „დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით - ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.

    მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია პირდაპირ ითხოვს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ წარადგინოს, მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

    მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს.

    შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მივიჩნევთ არა ფორმალურ შეცდომად, არამედ საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეშ დარღვევად, ინსტიტუციებისა და იმ მოქალაქეების უპატივცემულობად, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო”, - ნათქვამია განცხადებაში.

    მსგავსი სტატიები