გარდაიცვალა რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი
გარდაიცვალა რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი. ამის შესახებ ინფორმაცია გრემის სოციალური ქსელის ანგარიშზე გამოქვეყნდა.
მედიის ცნობით, 71 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა.
„სენატორ გრემის ოჯახი აფასებს ამ დროს ლოცვებს და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, გრემი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა კიევიდან, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენკსის შეხვდა.
გრემი აშშ-ის სენატში 2002 წელს აირჩიეს. ამასთან, გრემი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე და სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
„გარდაიცვალა სენატორი ლინდსი გრემი, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი, ვინც კი ოდესმე მინახავს! ის ყოველთვის შრომობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვენატრება!!!“ – წერს დონალდ ტრამპი.