პოლიტიკა
2026-04-28 | 14:11
პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა, რომელიც აქამდე შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 12-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გელაძემ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა.
კენჭისყრამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსის პოსტიდან ნებაყოფლობითი გადადგომა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.