პოლიტიკა
    2026-05-01 | 08:44

    ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში - ფასების შემსწავლელი კომისია 

    ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში - ფასების შემსწავლელი კომისია 

    პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია - ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში - ასეთია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით კომისიის დასკვნა, რომლის თაობაზეც კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა.

    "ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯაჭვს ერთიანობაში გახდის უფრო ეფექტურს და საბოლოო ჯამში მომხმარებელი მიიღებს მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს, ვიდრე დღეს არის ბაზარზე. ეს არის ბაზრის ძირითადი პრობლემა... ის, რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიც არის, იმიტომ, რომ სექტორმა შესაძლოა შოკირებული დარტყმა მიიღოს და დარტყმის შედეგად შეიძლება მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც

    სისტემურ რისკებთანაა დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდირებული არ არის, მაგრამ ეს პერიოდი შესაძლებელია 6-დან 9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს. ეს არის საშუალოვადიანი სტრატეგია. რეკომენდაციის ფარგლებში მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტრატეგია...

    [...]

    ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციაა, ევროკავშირის არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ფარგლებში კანონპროექტი შემუშავდეს, რომელიც კომპანიებს შორის ურთიერთობის ინსტიტუციურ ჩარჩოს შექმნის

    არსებობს არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა - დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის", - თქვა ფასების კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.