დღის კალენდარი - 14 მაისი
წლის 134-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 231 დღე.
საეკლესიო კალენდარი
კეთილმსახურისა თამარისა, დიდისა მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213); ზოსიმე II-ისა, კუმურდოელ ეპისკოპოსისა და ჰიმნოგრაფისა (XVI); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VIს.ქრ. შ-მდე); ღირსმოწამისა ვატა სპარსისა (IV); ღირსმოწამეთას ათონელთა: ექვთიმესი (1814), ეგნატესი (1814) და აკაკისა (1816); მოწამისა რომანოზ ახლისა.
კუმურდოობა (ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფ. კუმურდოში).
დაიბადნენ:
1553 – მარგარიტა დე ვალუა, ნავარის დედოფალი.
1727 – თომას გეინსბორო, ინგლისელი ფერმწერი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1788 წელს.
1771 _ რობერტ ოუენი, ინგლისელი სოციალისტ-უტოპისტი. გარდაიცვალა 1858 წელს.
1836 – ვილჰელმ სტეინიცი, გერმანელი მოჭადრაკე, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი. გარდაიცვალა 1900 წელს.
1921 _ სალომე ყანჩელი, გამოჩენილი მსახიობი. გარდაიცვალა 1985 წელს.
1942 – ვალერი ბრუმელი, 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სიმაღლეში ხტომაში.
გარდაიცვალნენ:
1610 – ჰენრიხ IV, საფრანგეთის მეფე, ბურბონთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი.
1643 – ლუდოვიკ XIII, საფრანგეთის მეფე.
1912 – ავგუსტ სტრინდბერგი, შვედი მწერალი და დრამატურგი.
1953 _ თამარ აბაკელია, ფერმწერი, გრაფიკოსი.
1955 - ლევან ასათიანი, ქართველი ლიტერატურათმცოდნე
2014 - ლილი იოსელიანი, ქართველი რეჟისორი.
მოვლენები:
1811 – გამოცხადდა პარაგვაის დამოუკიდებლობა.
1904 – სენტ-ლუისში გაიხსნა მესამე საზაფხულო ოლიმპიური თამაშები.
1906 – გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა სიმპლონის გვირაბში, რომელიც აკავშირებს შვეიცარიას და იტალიას. მისი სიგრძეა 19,8 კმ.
1954 – ჰააგაში გაეროს ქვეყნებმა მიიღეს კონვენცია `შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ~.
1988 – საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი დატოვეს. დასრულდა ომი, რომელმაც მილიონზე მეტი ავღანელის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო საბჭოთა კავშირმა ოფიციალური მონაცემებით 15 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა.
ღირსახსოვარი დღეები:
პარაგვაი – დამოუკიდებლობის დღე
ლიბერია – ინტეგრაციის დღე
ფილიპინები – კონსტიტუციის დღე