სოცმედია
2026-05-17 | 20:34
ასეთი ოჯახი განწირულია ? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ასეთი ოჯახი განწირულია ? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი … იმედს რომ არ ტოვებს, არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის???!!!".
ცნობისთვის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და დემოგრაფიულ საკითხებზე გამახვილა ყურდღება.
პატრიარქის თქმით, თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ .