სამართალი
2026-05-19 | 10:23
ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბრს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები