საზოგადოება
    2026-05-20 | 06:27

    გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წინ განვითარების დიდი ასპარეზია, თქვენმა შრომისმოყვარეობამ, ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე - ირაკლი კობახიძე  

    გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წინ განვითარების დიდი ასპარეზია, თქვენმა შრომისმოყვარეობამ, ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე - ირაკლი კობახიძე  

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

    როგორც პრემიერი აღნიშნავს, მათმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას საქართველოს ხვალინდელი დღე.

    „ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას!“, – აღნიშნავს პრემიერი.