პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში დაკავებული მამაკაცის პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი” და „მეთადონი”.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშულებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.