ხშირია შემთხვევა, როცა პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეზე, თუ ძალადობის ვიდეო არ არსებობს, მოქალაქე ხშირად განწირულია - ტარიელ კაკაბაძე
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ხშირია შემთხვევა, როცა პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეზე. სამწუხაროდ უჯერებენ პოლიციელებს და არ უჯერებენ მოქალაქეებს!
თუ ძალადობის ვიდეო არ არსებობს, მოქალაქე ხშირად განწირულია!!!
ობიექტურად უნდა შეფასდეს რომელი მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა სანდო და დამაჯერებელი.
უნდა მოხდეს ჩვენებების ობიექტური ანალიზი.
დაუშვებელია ბრმად ენდო პოლიციელის ჩვენებას მხოლოდ მისი სტატუსის გამო!
ადვოკატები წლებია ვიბრძვით ამ მახინჯი პრაქტიკის წინააღმდეგ!
სანამ ეს მანკიერება არ შეიცვლება, ზოგიერთი პოლიციელი არ შეწყვეტს მოქალაქეთა მიმართ ძალადობას!" წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში
ცნობისთვის, დღეს გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.