კომენტარი
    2026-05-28 | 11:43

    დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ იმ სამინისტროს მინისტრის მოადგილე, ვინც პატიმრები დაცხრილა - სოფო ხორგუანი  

    დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ იმ სამინისტროს მინისტრის მოადგილე, ვინც პატიმრები დაცხრილა - სოფო ხორგუანი  

    ქრისტიანული მორალი მავალებს ვირწმუნო, რომ ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ასე არ არის - დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ იმ სამინისტროს მინისტრის მოადგილე, რომელმაც პატიმრები დაცხრილა - თქვენ მაშინ გადადგომაც ვერ გაბედეთ! - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გივი მიქანაძეს, კითხვებზე პასუხის გაცემის პროცედურის დასრულების შემდეგ.

    „სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ვენდეთ და დღეს თქვენი განათლების მინისტრობა ჩვენი შეურაცხყოფაა.

    თქვენ თქვით, რომ რეგიონებში დადიხართ - ალბათ თქვენ პარტმუშაკებს ხვდებით, რადგან რეგიონებში მეც დავდივარ და უამრავი პრობლემაა. თურმე არაშენებული სკოლები თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თუ რამე კეთდება სულ თქვენი დამსახურებაა - პასუხისმგებლობის თავიდან ასხლეტის კომპეტენცია ნამდვილად გაქვთ!

    ჩემი კითხვა იყო, თუ რატომ არ განვიხილავთ სკოლებში კვების საკითხს, მაგრამ აბა რა გითხრათ - იგივე ესთეტიკა, იგივე პათეტიკა, იგივე უტიფრობა, რაც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა. არ შეცვლილხართ! ამიტომ გასაგებია თქვენი ფასადური დამოკიდებულება - რა თქმა უნდა, ფასადურად გგონიათ, რომ ამ უთანასწორობას ფორმები შეცვლის, მაგრამ სკოლებში მშიერი ბავშვი რომ ზის, ეს თქვენ არ გაღელვებთ“,[ipn.ge] - მიმართა განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს სოფიო ხორგუანმა.

    მსგავსი სტატიები