კომენტარი
    2026-05-29 | 09:43

    მიხეილ სარჯველაძე პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობაზე: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

    მიხეილ სარჯველაძე პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობაზე: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

    აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.

    „რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული იქნება როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთას არაფერი ისეთი პირი არ უჩანს მკვეთრად გამოხატულ საჭიროებას, რომელიც მოითხოვება პაციენტის მიერ”, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

    ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

    მსგავსი სტატიები