სოცმედია
    2026-05-30 | 12:08

    ვინც რაც გინდათ რამდენიც გინდათ არ ილაპარაკოთ, რამდენიც პოსტები და წერილები წეროთ, ფაქტი ერთია, პაარტია ნაციონალური მოძრაობა დაიშალა, დაიშალა როგორ, დაშალეს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    ვინც რაც გინდათ რამდენიც გინდათ არ ილაპარაკოთ, რამდენიც პოსტები და წერილები წეროთ, ფაქტი ერთია, პაარტია ნაციონალური მოძრაობა დაიშალა, დაიშალა როგორ, დაშალეს -  მალხაზ მაჩალიკაშვილი

    მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “ძაან მინდა დავწერო ისე რომ, არც შამფური დავწვა და არც მწვადი.

    მაგრამ სამწუხაროთ ეს არ გამოვა. არ გამოვა იმიტომ რომ, დიდი ხანია მწვადიც დაწვეს და შამფურიც.

    ვინც რაც გინდათ რამდენიც გინდათ არ ილაპარაკოთ, რამდენიც პოსტები და წერილები წეროთ, ფაქტი ერთია, პაარტია ნაციონალური მოძრაობა დაიშალა, დაიშალა როგორ, დაშალეს.

    რამდენიც არ ვიწუწუნოთ ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე, რამდენიც არ ვადანაშაულოთ, წასული თუ დარჩენილი, ფაქტი ერთია ბიძინა ივანიშვილის პირველი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იყო ენმ დაშლა, ამოცანა კი არა, ენმ - ს დაშლა, ივანიშვილისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი!

    ძლიერი ერთიანი ემი, ეს იმ ძალას წარმუადგენდა რომელ ძალასაც შეეძლო ივანიშვილის ცოცხლად გადაყლაპვა!

    ენმ-ი იყო ქართული ოცნებისთვის გველეშაპი, გველეშაპი რომელიც მისი ივანიშვილის გემის გარშემო ტრიალებდა მუდმივად იმისი მოლოდინში როდის ამოვარდებოდა შტორმი. მაგრამ ჩვენ ყველამ, იმ გემს მივეცით უფლება გასულიყო უსფრთხო წყლებში, რუსეთის მახლობლად.

    და ვინც ეს წყლები აამღვრია ან დაეხმარა ამღვრევაში, მან თავად კარგად იცის, რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა, ისიც იცის, რომ ის ვერასდროს გახდება უკვე რომელიმე გემის კაპიტანი. ეხლა გინდა ციხეებიდან იბრძოლეთ, გინდა ქუჩებიდან, ამას უკვე ვერც ვერაფერი დაეწევა!

    ის ვირთხებით სავსე გემი,უკვე დაცული წყლებშია, არც შტორმი ემუქრება და არც გველვეშაპი. რაც შეეხება ვინ რომელი დროშის ქვეშ გააცილა ეს ჩასაძირად განწირული გემი უსაფრთხო ადგილამდე, მის კისერზე იყოს მილიონობით ნიჩბოსანის ოფლი და ცოდო.

    ვინც არ უნდა იყოს მნიშნელობა არ აქვს.”